2 ღამე / 3 დღე

პირველი დღე

 

10:00 – გამგზავრება კახეთის მიმართულებით (გომბორის ქედის გავლით)

12:00 – 12:40 -  ექსკურსია ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსში

 

ახალი შუამთის მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

 

12:50 -  გამგზავრება ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსში

13:10 –13:40 -  ექსკურსია ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსში

 

ძველი შუამთის კომპლექსი მოიცავს სამ ეკლესიას, რომელთაგანაც ყველაზე ძველი სამნავიანი ბაზილიკაა, იგი V საუკუნით თარიღდება და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიმუშია. ასევე კომპლექსი შედის VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა. მესამე ეკლესიაც ასევე VII საუკუნეს მიეკუთვნება და შედარებით მცირეა. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები,

 

13:50 – გამგზავრება წინანდალში – ალ. ჭავჭავძის სახლმუზეუმი

14:30 – 15:30 – ექსკურსია წინანდალში

 

წინანდალში მოვინახულებთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმს და დავათვალიერებთ მას; ასევე დავათვალიერებთ და მიმოვიხილავთ სახლ–მუზეუმთან არსებულ ბოტაკნიკურ ბაღსა და ღვინის მარანს, სადაც ინახება ქართული მარკირებული ღვინის უძველესი და უნიკალური ეგზემპლიარები.

 

შვიდი სხვადასხვა სახის ღვინის დეგუსტაცია

 

15:40 – 16:30 - სადილი

16:30 – გამგზავრება თელავში

 

თელავში თქვენ მოინახულებთ რამოდენიმე ღვინის ქარხანას, გაეცნობით წარმოებას და ადგილზე დააგემოვნებთ სხვადასხვა სახის ღვინოს.

 

ვახშამი

თავისუფალი დრო

ღამისთევა თელავში

 

მეორე დღე

 

9:00 - 10:00 – საუზმე

10:00 – გამგზავრება ალავერდში

10:20 – 11:00 – ექსკურსია ალავერდის სამონასტრო კომპლექსში

 

ალავერდის ახალი საკათედრო ტაძარი იოსებ ალავერდელის პატარა ეკლესიის ადგილას კვირიკე კახთა მეფეს XI საუკუნის დასაწყისში აუგია. ალავერდი იმთავითვე კახეთის მთავარ სალოცავად იქცა.

 

11:00 – გამგზავრება იყალთოს აკადემიის კომპლექსში

11:30 – 12:10 – ექსკურსია იყალთოს აკადემიის კომპლექსში

 

იყალთოს აკადემია, უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნებში საქართველოში. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა.

 

12:10 – გამგზავრება გრემის სამონასტრო კომპლექსში

12:40 – 13:20 – ექსკურსია გრემის სამონასტრო კომპლექსში

 

გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები.

 

13:20 – გამგზავრება ნეკრესში

13:30 – 14:00 – ექსკურსია ნეკრესში

 

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.

 

14:00 – გამგზავრება თელავში

15:00 – 16:00 - სადილი

 

თავისუფალი დრო

ვახშამი

ღამისთევა თელავში

 

მესამე დღე

 

9:00 – 10:00 – საუზმე

10:00 – გამგზავრება სიღნაღში

11:30 – 12:30 – ექსკურსია სიღნაღის მუზეუმში

12:30 – 13:30 – ღვინის დეგუსტაცია ღვინის მარან “ხოხბის ცრემლებში”

13:40 – 14:40 - ლანჩი

14:45 – გამგზავრება ბოდბის სამონასტრო კომპლექსში

15:00 – 15:30 – ექსკურსია ბოდბის სამონასტრო კომპლექსში

 

წერილობით წყაროებში სხვადახსვაგვარად მოხსენიებული გეოგრაფიული პუნქტი - ბოდბე სადაც აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინო – მკლევართა უმრავლესობის აზრით არის ის ადგილი, სადაც ამჟამად მდებარეობს ბოდბის მონასტერი.

 

15:40 – გამგზავრება თბილისში

17:40 – თბილისში ჩამოსვლა