კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!, და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია”.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მდებარეობს აბასთუმანში, მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700 )ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.

კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესიაა (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები- სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე). ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საძვალედ აქციეს. ტაძრისა და კარიბჭეს სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძრვარი ფარეზასძე. წმინდა საბას ტაძარი შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ძეგლის ფასადების დამუშავებაში.

 ზარზმის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო . მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.

მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე).თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი.

ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.